მორიგე მენეჯერი
Job description
" კურორტი საირმე " ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში. ვაკანსიის დასახელება: მორიგე მენეჯერი ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციული პროცესების კოორდინაცია; ** სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა Ensana-ს სტანდარტების შესაბამისად; ** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური მართვა; ** სხვადასხვა დეპარტამენტის (Front Office, Housekeeping, F&B, Engineering, Security და სხვა) საქმიანობის კოორდინაცია; ** თანამშრომლების მხარდაჭერა და ოპერაციული საკითხების გადაწყვეტა; ** სასტუმროს სტანდარტების, უსაფრთხოების და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი; ** დღის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ინციდენტების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს წარმომადგენლობა მენეჯმენტის სახელით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); ** სასტუმროს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულო); ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** Opera PMS ან სხვა სასტუმროს მართვის სისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** ლიდერული და მენეჯერული უნარები; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საერთაშორისო ბრენდ Ensana Hotels-ის სტანდარტებით მუშაობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას "გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ჰოლდინგის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით." დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: "მორიგე მენეჯერი". ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ty5Y4jKe