მოტო სერვისის თანამშრომელი / მექანიკოსი
Job description
Zava არის საქართველოში დაფუძნებული ბრენდი და ფიზიკური მაღაზია, რომელიც სპეციალიზდება ოფროუდ მოტოციკლებსა და ელექტრო ბაიკებში, ასევე ყველა ასაკის მხედრისთვის განკუთვნილ ეკიპირებაში. ჩვენი მიზანია ოფროუდ და ელექტრო მოტოსპორტი საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გავხადოთ. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მწარმოებლებთან და თითოეულ პროდუქტს ვარჩევთ ხარისხის, გამძლეობისა და პრაქტიკული გამოყენების კრიტერიუმების მიხედვით. Zava მხოლოდ გაყიდვების პლატფორმა არ არის — ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სწორი ბაიკის, ზომისა და ეკიპირების შერჩევაში როგორც შეძენამდე, ისე შეძენის შემდეგ. ვაკანსია: მოტო სერვისის თანამშრომელი სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, კანდელაკის ქუჩა სამუშაო გრაფიკი ორშაბათი – პარასკევი: 11:00 – 20:00 შაბათი: ნახევარი განაკვეთი თუ ხარ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, აქტიური და პოზიტიური ადამიანი, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი; ინიციატივის გამოჩენა; პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ; გუნდური მუშაობის უნარი; ახალი ცოდნის მიღების მზადყოფნა. ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ ერიდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებას და მზად არის განვითარდეს მოტო ინდუსტრიაში. ფუნქცია-მოვალეობები: ზეთის გამოცვლა ფილტრის შეცვლა ტროსის შეცვლა ჯაჭვის შეცვლა ხუნდების შეცვლა და ა.შ. მოთხოვნები შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა; პოზიტიური დამოკიდებულება; აქტიურობა და ენერგიულობა. განაცხადის გაგზავნა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: „მოტო სერვისის თანამშრომელი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 60 27 27