მოწვეული პერსონალი - კლინიკური დიაგნოსტიკა - ვეტერინარია
Job description
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით: კლინიკური დიაგნოსტიკა . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელფოსტაზე: [email protected] ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით; ** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე ); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა. ** არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); ** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა"; ** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში). კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. ** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება. კონკურსის ვადები: მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 21 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის: გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. [email protected] ტელ: 032 2 000 171 ; ტელ: 032 2 000 171