მოუშენ დიზაინერი
Job description
მარკეტინგული სააგენტო "Social Pulse Agency" აცხადებს ვაკანსიას მოუშენ დიზაინერის (Motion Designer) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** თვეში 4 მოუშენ-ვიდეოს/ანიმაციის დამზადება - ვიდეოების ქრონომეტრაჟი: 10-15 წამი; ** სააგენტოს შემოქმედებით გუნდთან ერთად იდეების გენერირება და ვიზუალური კონცეფციის შემუშავება; ** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და დედლაინების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამის პროგრამებში (Adobe After Effects, Premiere Pro ან სხვა) მუშაობის გამოცდილება; ** სარეკლამო სფეროში ან სოციალური მედიის კონტენტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სავალდებულოა ნამუშევრების პორტფოლიოს წარმოდგენა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება; ** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული, დისციპლინირებული; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი (დედლაინების კონტროლი); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პირობები: ანაზღაურება: 700 ლარი ; სამუშაო ადგილი: დისტანციური (Remote); სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (Part-time), თავისუფალი გრაფიკით. ჩვენ გთავაზობთ: ** სრულად დისტანციურად და კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო მეილზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Motion Designer - Social Pulse.