მშენებლობის ასისტენტი
Job description
სამშენებლო კომპანია ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის ახალ წევრს მშენებლობის ასისტენტის პოზიციაზე. ანაზღაურება: კანდიდატთან ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის მენეჯერისა და/ან ინჟინრის ყოველდღიური მხარდაჭერა ** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგში მონაწილეობა ** სამუშაო გრაფიკის შესრულების კონტროლში დახმარება ** მუშახელის კოორდინაცია და ადგილზე ორგანიზაციული საკითხების მართვაში მონაწილეობა ** სამშენებლო მასალების მიღება, აღრიცხვა და განაწილებაში დახმარება ** ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სქემები, სპეციფიკაციები) ორგანიზება და არქივირება ** შესრულებული სამუშაოების ფოტო/ვიდეო დაფიქსირება და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა ** უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობაში დახმარება ** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ხელმძღვანელის დავალებით ** საოფისე ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება (ანგარიშგება, დოკუმენტაცია) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ინჟინერია/არქიტექტურა/მშენებლობა ან მონათესავე სფეროში); ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სამუშაო ადგილზე კოორდინაციის გამოცდილება (მასალები, მუშები, მიწოდება); ** უპირატესობად ჩაითვლება პროექტების მენეჯერის/ინჟინრის ასისტირების გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი მოთხოვნები: ** სამშენებლო პროცესების საბაზისო ცოდნა; ** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი (ნახაზები, სქემები); ** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** საოფისე პროგრამები (WORD, EXCEL); ** დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება; ** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ფიზიკური გამძლეობა (საჭიროების შემთხვევაში). ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-სამშაბათი 09:00-18:00 შესვენება: 13:00-14:00 ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მშენებლობის ასისტენტი". დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებას!