მშენებლობის საიტ მენეჯერი
Job description
" თეთრი კვადრატი " არის "ბიქეი ჰოლდინგში" შემავალი დეველოპერული კომპანია. "ბიქეი ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს". "თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის საიტ მენეჯერის პოზიციაზე. მშენებლობის საიტ მენეჯერის მოვალეობაა "თეთრი კვადრატის" მშენებარე ობიექტებზე კომპანიის მომავალი მობინადრეებისთვის ვიზიტების ორგანიზება, ობიექტზე დახვედრა და მშენებლობის დათვალიერება. სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ** არსებული და პოტენციური კლიენტების დახვედრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა; ** მშენებლობის მიმდინარე ეტაპისა და პროგრესის დეტალური გაცნობა; ** ბინების, კომერციული ფართებისა და სხვა სივრცეების დათვალიერების ორგანიზება; ** კლიენტების ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე კონსულტირება; ** ბინების გეგმების, განლაგებისა და პროექტის სპეციფიკის ახსნა; ** მობინადრეებზე ზრუნვის დეპარტამენტთან, გაყიდვებისა და ტექნიკურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სამშენებლო, უძრავი ქონების ან დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** არქიტექტურული/სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, 14 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე [email protected] და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!