მთავარი ბუღალტერი
Job description
" კამპა " საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. კამპას სასმელი 15 ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდი შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (კომპანიას ემსახურება ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების შეთანხმებული ლოკაციებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას) სამუშაო დრო: სრული, 09:00-დან 17:00-მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა/დამუშავება; ** ბუღალტრული ოპერაციების შესაბამისობის და კანონიერების კონტროლი, აღრიცხვის დისციპლინის დაცვა; ** შიდა კონტროლის სისტემის შემუშავება/მართვა; ** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით; ** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი; ** წარმოებისა ოპერაციების სისწორის კონტროლი; ** სოფლის მეურნეობის ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი; ** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი; ** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის დახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში; ** ყოველთვიური, კვარტლური, წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა. მათ შორის დღგ-ის, ქონების გადასახადისა და სხვა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების მიმართულებით; ** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Business Central, APEX-ში მუშაობის გამოცდილება); ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; ** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა; ** საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტების (IFRS) საფუძვლიანი ცოდნა; ** ACCA-ის სერტიფიკატის ფლობა, ნაწილობრივ ან სრულად; ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Business Central, SAP-ში მუშაობის გამოცდილება); ** MS Excel-ის advanced დონეზე ფლობა; ** სასურველია წარმოებაში ან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი; ** საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 15 აგვისტომდე , შემდეგ მისამართზე: [email protected] გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.