მთავარი ბუღალტრის დამხმარე
Job description
" IK Consultinggeo " აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სფეროში. პოზიცია: მთავარი ბუღალტრის დამხმარე მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** საბუთების წარმოება: პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, აქტები, შიდა საბუთები) შექმნა, დამუშავება და არქივირება. ** ოპერაციების ასახვა: ბანკის, სალაროს, ხელფასების, ავანსების აღრიცხვა პროგრამაში. ** მარაგები და აქტივები: სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა. ** კონტროლი და შეჯერება: დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება. ** ბილინგისა და საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო ინვოისების ტექნიკური მომზადება, რეესტრის წარმოება; ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის დავალებების მომზადება (დასადასტურებლად) და ყოველდღიური ამონაწერების დამუშავება. ** ტექნიკური მხარდაჭერა: RS.ge-პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა/კონტროლი. ** მხარდაჭერა: მთავარი ბუღალტრისა და ხელმძღვანელობის ყოველდღიური ხელშეწყობა და სხვადასხვა დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel) კარგად ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Oris, SuperFin, Info) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ორგანიზაცია გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; ** კორპორატიული ლანჩი; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ კორპორატიული პაკეტი; ** ტრანსპორტირება კონკრეტული მეტროს სადგურიდან. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] . სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ვადა: 27 ივლისი, 2026 გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.