მთავარი იურისტი
Job description
" გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია " აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი). სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება) შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა. ** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში. ** სხვადასხვა სახის კორესპონდენციების წარმოება. ** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ) ** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება ** ხელშეკრულებების და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების დამზადება/ანალიზი ** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება. ** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა) ** ადვოკატად ან კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა). ** სასურველია გამოცდილება სამოქალაქო სამართლის დარგის ყველა ტიპის დავებზე. ** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა) ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) ** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად) დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.