TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი იურისტი

მთავარი იურისტი

Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს მთავარი იურისტის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (არანაკლებ მაგისტრის ხარისხი); ** იურისტად მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, საფინანსო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა; ** ინგლისურენოვან დოკუმენტაციაზე (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, სხვა სახის გარიგებები) მუშაობის გამოცდილება; ** საუკეთესო კომუნიკაციის უნარები, მათ შორის წერილობით, ქართულად, ინგლისურად (C2 დონეზე); ** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები: ** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები; ** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარები; ** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; ** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების, ბრძანებების, სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება; ** ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების (საქართველოს საპენსიო ფონდის როგორც საინვესტიციო, ასევე საოპერაციო მიმართულებით) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; ** საქართველოს საპენსიო ფონდში შემოსულ და გასულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (სამართლებრივი ანალიზი/შეფასება, წერილების, განცხადებების, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება და ა.შ.); ** იურიდიული დასკვნების მომზადება; ** შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში; ** საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა; ** საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected] საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.