მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი
Job description
საქართველოს ბანკის პრობლემური კორპორაციული, მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) პრობლემური სესხების მართვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. თუ ფლობთ მოლაპარაკების ძლიერ უნარს და გსურთ, წვლილი შეიტანოთ კომპლექსური ფინანსური საკითხების გადაჭრაში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! Ძირითადი Ფუნქცია-მოვალეობები პრობლემურ მსესხებლებთან და მათთან აფილირებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოება; სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და ვალდებულების დაფარვის მიზნით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება და შეთავაზება; პორტფელში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობისა და საოპერაციო საქმიანობის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესის საქმიანობის ადგილზე შესწავლის მიზნით, მსესხებლებთან ვიზიტების განხორციელება; სამართლებრივი პროცესების ინიცირება და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კოორდინირებული მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება:უმაღლესი, სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით. გამოცდილება:სასურველია საბანკო, საფინანსო ან იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება გამოცდილება. პიროვნული და პროფესიული უნარები: ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის ფლობა; შედეგზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობა; დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; სტანდარტული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა. გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 3 ივლისის ჩათვლით!