მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული სესხების გაყიდვების მენეჯერი
Job description
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული სესხების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. Ძირითადი Ფუნქცია-მოვალეობები მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის ციფრული ბიზნეს სესხების შეთავაზება, შესაბამისი განაცხადის მომზადებაში მხარდაჭერა და კონსულტაციის გაწევა; საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი, ციფრული სესხების არსებულ საკრედიტო განაცხადებში ცვლილებების შეტანა; მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების უზრუნველყოფა; მომხმარებლებისთვის მოახლოებული ან ვადაგადაცილებული გადახდების შეხსენება და პროცესის შესაბამისი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; აუცილებელია საბანკო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. აუცილებელი უნარები: ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; სწრაფი და დინამიური გარემოსადმი ადაპტაციის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! გამოხმაურებას ველოდებით 3 ივლისამდე.