მცხობელი
Job description
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს: 1. მცხობელი მცხობელი პასუხისმგებელია პურ-ფუნთუშეულის, ცომეულის და საცხობი პროდუქციის დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად მომზადებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე საწარმოო სივრცეში ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვაზე. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** სამუშაო პროცესის დაწყებამდე საწარმოო ტერიტორიის, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის მოწესრიგება; ** პირადი ჰიგიენის, უნიფორმისა და ვიზუალური სტანდარტების სრული დაცვა; ** სხვადასხვა სახეობის პურის, ფუნთუშეულის, ცომეულის და სხვა საცხობი პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად; ** ცომის მომზადების, დამუშავების, ფორმირების, ფერმენტაციისა და გამოცხობის პროცესების სწორად შესრულება; ** პროდუქციის ხარისხის, ვიზუალური მხარისა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი; ** ნედლეულის, ინგრედიენტებისა და ნახევარფაბრიკატების სწორად გამოყენება და შენახვა; ** პროდუქციის სწორად შენახვის პირობების, ვადებისა და მარკირების დაცვა; ** სამუშაო პროცესში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის საბაზისო წესებისა და პროცედურების დაცვა; ** საწარმოო დანადგარების, ღუმელების, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის სწორად გამოყენება და გაფრთხილება; ** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** ჩამოწერებისა და საწარმოო დანაკარგების მინიმალიზაციაზე ზრუნვა; ** პიკის საათებსა და დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად. აუცილებელი უნარები და კომპეტენციები: ** პურ-ფუნთუშეულის წარმოების საბაზისო ტექნოლოგიური ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია საცხობში ან პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია სხვადასხვა ტიპის ცომთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია პროფესიული კულინარიული ან საცხობი მიმართულების გამოცდილება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: მცხობელი ან დარეკოთ 598006354 კომპანიის ბენეფიტები: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში. ** კვება უფასო ** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ ** დაზღვევა