მცხობლის დამხმარე
Job description
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს. " BRØD the Bakery "-ს გუნდში ვეძებთ მცხობლის დამხმარეს . სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. გრაფიკები: 05:00-14:00 და 14:00-23:00 თვიური ანაზღაურება: 1300 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ცომის მოზელვა, ფორმირება, გამოცხობა, მიზან-პლასისა და მარაგების მომზადება; ** ცხობის პროცესის მონიტორინგი და საცხობში დადგენილი სტანდარტების დაცვით მუშაობა; ** სასაწყობე პროდუქტების მიღება საჭიროებისამებრ; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები; ** პასუხისმგებლიანობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვწეროთ ან თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ: 599 305580. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.