მუშა
Job description
შპს " ახალი ქსელები " აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქსელის ექსპლუატაციის სამსახურში სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი განაკვეთი: სრული ფუნქცია მოვალეობები: ** სააბონენტო ქსელში ოპტიკური და სატელეფონო კაბელების ჩადება და მონტაჟი; ** სააბონენტო ქსელში საკაბელო-საკანალიზაციო მეურნეობის ექსპლუატაციის სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** სატელეფონო ჭისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენებაში მონაწილეობის მიღება და პროცესის ზედამხედველობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა). უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება - მუშა. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებას!