TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზა საკვების სექციის კონსულტანტი

მზა საკვების სექციის კონსულტანტი

აკვავიტე Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

24 სთ-იანი სუპერმარკეტი " აკვავიტე " აცხადებს ვაკანსიას მზა საკვების სექციის კონსულტანტის პოზიციაზე. (ცვლაში - თვეში 15 დღე ჯამურად) ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთა თავაზიანი მომსახურება და დახმარება კერძების შერჩევაში. ** პროდუქციის ვიტრინაში აკურატულად განთავსება და ვადების/ხარისხის მუდმივი კონტროლი. ** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა. ჩვენი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მცირე გამოცდილება (სასურველია). ** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. შენიშვნა: შერჩეული კანდიდატები სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან 1-კვირიან ანაზღაურებად პრაქტიკას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა, 09:00-დან 21:00 საათამდე (მუშაობა ხდება ცვლებში, შეთანხმებული გრაფიკით). ** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) როგორ გამოგვეხმაუროთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მზა საკვების სექციის კონსულტანტი"). ან მობრძანდით პირადად მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 16, კორპუსი 4ა.