TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

Fabrika Hostel თბილისი ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

,,Hostel Fabrika • ფაბრიკა’’ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე 2 დასვენების დღე. 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი შესვენება. ძირითადი მოვალეობები: შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად; ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება; კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება; ინვენტარის და ინსტუმენტების მოხმარების წესების დაცვა; სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი. საჭირო უნარები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს „ნინომ“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.