TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

dayoff Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

შემოუერთდი "dayoff."-ის გუნდს! " dayoff. " — ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინა ჩერდება. ჩვენ ვხსნით პრემიუმ კლასის ახალ, ულტრა-მინიმალისტურ კაფეს, სადაც ლაბორატორიული სიზუსტე და ყავის ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ხარისხიან ყავას, საავტორო სენდვიჩებს, თანამედროვე ექსკლუზიურ ტექნოლოგიებსა და კომფორტულ გარემოს. ამ ეტაპზე ვეძებთ მზარეულს , რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი! ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22. გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით. შენი მთავარი ამოცანები იქნება: ** dayoff.-ის სტანდარტებისა და რეცეპტურის მიხედვით საავტორო სენდვიჩებისა და სხვა კერძების მომზადება ** ინგრედიენტების ხარისხის, ვადებისა და ვიზუალის მკაცრი კონტროლი ** შეკვეთების სწრაფი, დროული და ზუსტი გაცემა ** სამზარეულოს მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება ** სამუშაო სივრცეში, დანადგარებსა და მაცივრებში ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა რა გელოდება ჩვენთან? ** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები ** მეგობრული, მზარდი გუნდი ** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია ** ახალი ბრენდის შექმნაში თანამშრომლობის გამოცდილება. შემოგვიერთდი, თუ: ** ხარ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური ** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის ** სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]