TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

Brød-bakery Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს. რესტორანი " BRØD "-ის გუნდში ვეძებთ მზარეულს . სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე ანაზღაურება: თვიური საშუალოდ 1800 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კერძების მომზადება რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი; ** ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი; ** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი; ** სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების ეფექტური ზედამხედველობა; ** საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლიანობა; ** გუნდური მუშაობის უნარები; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვწეროთ ან თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ: 599 305580. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.