TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

ოპტიმისტური ხედვა თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 25, 2026

Job description

ახალი კაფე-ბარი ოპტიმისტური ხედვა აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მზარეულს. ობიექტს ექნება მოკლე და წინასწარ განსაზღვრული მენიუ. ცვლაში მზარეულთან ერთად იმუშავებს სამზარეულოს დამხმარე. სამუშაო პირობები სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე; სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში; ანაზღაურება: 100 ლარი ხელზე თითო ნამუშევარ ცვლაში; 15 სამუშაო დღის შემთხვევაში თვიური ანაზღაურება შეადგენს 1,500 ლარს ხელზე; მუშაობს ორი მზარეული ცვლებში; მზარეულებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა. ძირითადი მოვალეობები კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტების მიხედვით; კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურად შენარჩუნება; ინგრედიენტებისა და პროდუქციის სწორად შენახვა; პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და მარაგების კონტროლი; სამუშაო ადგილისა და სამზარეულოს სისუფთავის დაცვა; სამზარეულოს დამხმარესთან კოორდინირებული მუშაობა. მოთხოვნები მზარეულად მუშაობის გამოცდილება; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; შეთანხმებული რეცეპტებისა და სტანდარტების ზუსტად შესრულება. სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით: ტელეფონი: +995 595 967 849 ელფოსტა: [email protected]