TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

ელენესთან Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

ქართული საოჯახო ტიპის რესტორანი " ელენესთან " 2026 წლის იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს საავტორო კერძებითა და ქართული კულინარიის გემრიელი ელემენტებით მოდერნიზებულ სტილში. ობიექტი მცირე ზომისაა, სულ 5 მაგიდით წარმოდგენილი. რესტორნის შემქმნელი და შეფ-მზარეული მოყვარული კულინარი ელენეა. რესტორანი "ელენესთან" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნა: ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ენერგიული; ** კომუნიკაბელური; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის მართვის უნარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით; ** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ; ** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა; ** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. გრაფიკი: 5/2 -ზე (ორშაბათი-პარასკევი), 13:00 - 23:00 ანაზღაურება: დღეში 100 ლარი (თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშსწორების გზით) თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეული". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! განცხადების მიღების ვადა: 15.08.2026