მზარეული - ბურგერი - ღამის ცვლა
Job description
მზარეული (ბურგერი) ღამის სმენაში. "Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე ღამის ცვლაში. სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 17.00-01.00/19.00-03.00 კვირაში 5 დღე, თვეში 22-23 დღე. ანაზღაურება: საათობრივი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 8 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 9 ლარი საათში. საშუალოდ 1500-1700 ლარი თვეში. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5 ძირითადი მოვალეობები: ** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით, ** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა, ** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი, ** სამუშაო დღის დაგეგმვა, ** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, ** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება, ** Ⴑამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება. საჭირო უნარები: ** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა. ** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა ** გუნდური მუშაობის უნარი ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 772 377 (ოთო) და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.