TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

Food Lab by Loomba Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

Food Lab by Loomba არის ჯანსაღი კვების კაფე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ჯანსაღ და თანამედროვე გემოვნებაზე მორგებულ მენიუს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტი, სასიამოვნო გარემო და გამორჩეული მომსახურება. ვეძებთ მზარეულის პოზიციაზე მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს. რა იქნება თქვენი მოვალეობა? ** მენიუში არსებული კერძების, სენდვიჩებისა და სხვა პროდუქტების მომზადებაში მონაწილეობა; ** ინგრედიენტების წინასწარი დამუშავება და მომზადება; ** რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა; ** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება; ** პროდუქციის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი; ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა; ** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა. ვის ვეძებთ? ** სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და დისციპლინის უნარი; რას გთავაზობთ? ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; ** ანაზღაურება: 1, 500 ლარი (Net); ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი შანიძის ქ. 10. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიან მომსახურებაზე ხართ ორიენტირებული და გსურთ განვითარებად გუნდში მუშაობა, შემოგვიერთდი [email protected] ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები ლუმბას მიერ დამუშავდეს ვაკანსიის შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაკავშირებას შევძლებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.