მზარეული
Job description
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას. ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტით კერძების მომზადება; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** მარაგების ეფექტურად გამოყენება; ** მენიუში არსებული კერძების მომზადება; ** პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** საკვების დახარისხების უზრუნველყოფა და შენახვის კონტროლი; ** პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებების კონტროლი. უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ენერგიულობა; ** კრეატიულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დროის მენეჯმენტი. სამუშაო პირობები: ** მეგობრული გუნდი, ჯანსაღი სამუშაო გარემო და ძლიერი კორპორატიული კულტურა ** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი; ** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება; ** უფასო კვება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში; ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"; ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში; ** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton; ** ანაზღაურება - გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.