TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

" კახური ტრადიციული მეღვინეობა " ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე რესტორან "გურამიშვილის მარანში". მდებარეობა: საგურამო სამუშაო გრაფიკი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რესტორანში ან სასტუმროს სამზარეულოში. ** ქართული ტრადიციული სამზარეულოს სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ევროპული სამზარეულოს ცოდნაც). ** პროდუქტის სწორად დამუშავებისა და შენახვის სტანდარტების ცოდნა. ** HACCP-ისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა. ** სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა. ** სისუფთავისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვა. ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუს შესაბამისად კერძების მომზადება და გაფორმება. ** კერძების ხარისხისა და სტანდარტების მუდმივი კონტროლი. ** პროდუქციის მიღება, შენახვა და სწორი გამოყენება. ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. ** სამზარეულოს ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა. ** საჭიროების შემთხვევაში ახალი კერძების შემუშავებაში მონაწილეობა. ** შეფ-მზარეულის მითითებების შესრულება და გუნდის მხარდაჭერა. უნარ-ჩვევები: ** დროის მართვის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული; თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული". შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."