მზარეულის დამხმარე
Job description
ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა. შესასრულებელი ამოცანები: ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება; შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; განახორციელოს ჩაისა და ყავის ხარისხიანი სერვისი სტუმრებთან და მენეჯმენტთან; იზრუნოს როგორც შეხვედრების, ასევე სამზარეულოს ტერიტორიის მუდმივ წესრიგზე; კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში; უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება; ძირითადი მოთხოვნები: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სამუშაო პირობები: ხუთი სამუშაო დღე კვირაში. სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ. ადგილმდებარეობა - თბილისი ანაზღაურება: 1500 ლარი კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი: კვება; პარკინგი; ბონუსი; კორპორატიული დაზღვევა; პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://betlivecom.hirehive.com/mzareulis-damxmare-tbilisi-xV5sBN კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!