მზარეულის დამხმარე
Job description
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში. ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე! ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტების მომზადების დროს და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ძირითადი მოვალეობები: შეფისთვის და მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტების მომზადების დროს; უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება; სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში; თავაზიანი; ორგანიზებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №7 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშო გრაფიკს; კვებით უზრუნველყოფას; ტრანსპორტირებას საბაგირო გზით; კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!