მზარეულის დამხმარი
Job description
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად); მოვალეობები: სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე; სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად; თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება; სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა; უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; კრეატიულობა და შემოქმედებითობა; ენერგიულობა; მაღალი პასუხისმგებლობის უნარი; დროის მართვის უნარი; დეტალებისადმი ყურადღებიანი; გუნდური მუშაობის უნარი. სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!