ნარკოლოგიური ამბულატორიის სპეციალისტი
Job description
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - ნარკოლოგიური ამბულატორიის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ამბულატორიული განყოფილების მიერ გამოყენებული მედიკამენტების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა და მონაცემების შეყვანა. ამბულატორიული ისტორიების პროგრამული დამუშავება, დიაგნოზებისა და დაავადებათა კოდების ელექტრონულ სისტემაში ასახვა. მედიკამენტების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება, დაბეჭდვა, პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმება და ბუღალტერიაში წარდგენა. ნარკოლოგიური ცნობის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაბამისი სამედიცინო მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა. ფორმა №100-ის გაცემასთან დაკავშირებული ფსიქიატრის/ნარკოლოგის კონსულტაციის შედეგად დასმული დიაგნოზების ელექტრონულ ბაზაში შეყვანა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მოტივირებულობა; შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება . სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00 საათამდე. მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!