TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნოტარიუსის თანაშემწე

ნოტარიუსის თანაშემწე

Posted Jul 02, 2026 2h ago apply by Jul 30, 2026

Job description

"ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო " აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე) სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N2 ძირითადი მოვალეობები: ** მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაცემა ** ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება; ** დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონულ რეესტრში; ** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში განაცხადების მიღება. ** დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება, ფაილებში ჩალაგება; ** ბაზაში მონაცემების შეყვანა და ჩანაწერების გაკეთება, სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სასურველია 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS WORD) პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დისციპლინირებულობა; ** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ნოტარიუსის თანაშემწე" განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2026