TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნოტარიუსის თანაშემწე

ნოტარიუსის თანაშემწე

Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

სანოტარო ბიუროს ესაჭიროება თანამშრომელი ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე! ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე, ათვისებული ფუნქციების და დაკისრებული ვალდებულებების მიხედვით. ძირითადი მოთხოვნები: ** რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა ** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება); ** სამოქალაქო სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება - საბაზისო ტერმინოლოგიის და პრინციპების ცოდნა; ** Windows-ის, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, ძირითადი საოფისე და საკომუნიკაციო პროგრამების ფლობა. ვალდებულებები: ** რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა ** სანოტარო აქტების დაბეჭდვა; ** სანოტარო რეესტრში სანოტარო აქტების რეგისტრაცია; ** საჯარო რეესტრში საბუთების რეგისტრაცია; ** კლიენტების მიღება და რიგის მოწესრიგება; ** სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების შესრულება, როგორიცაა საბუთების აკინძვა, არქივში შენახვა და ა.შ. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი. ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** სწრაფად ათვისების უნარი (საქმეს შეგასწავლით ადგილზე). დამატებითი ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე; ** სამუშაოს ტიპი: ადგილზე, სრული განაკვეთით; ** სამუშაო საათები: 11:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი; ** ოფისი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის 1 (თავისუფლების მოედანი). გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე [email protected] ან დამიკავშირდეთ ნომერზე: 595101608 (ლანა)