TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოჯახის ექიმი

ოჯახის ექიმი

Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

" ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას - ოჯახის ექიმის პოზიციაზე თბილისში, ნარკოლოგიურ ამბულატორიულ განყოფილებაში. "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი; ძირითადი მოვალეობები: ** ვალდებულია დაიცვას ცენტრის შინაგანაწესი; ** ერთჯერადი სამედიცინო შემოწმება კლინიკურად დიაგნოზის დასმა, ფორმა/100 შევსება; ** პასუხისმგებელია თავისივე დასმული დიაგნოზის სისწორეში; ** ყოველდღიური სიტყვიერი მოხსენება განყოფილების უფროსთან; ** თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებებით და განკარგულებებით, ცენტრის შინაგანაწესით და ამ თანამდებობრივი ინსტრუქციით; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილსინდისიერება; ** ემპათიურობა; ** მოტივირებულობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ოჯახის ექიმი/ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 598 88 39 20. სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 16:00 საათის ჩათვლით. მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!