TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ონლაინ გაყიდვების ოპერატორი

ონლაინ გაყიდვების ოპერატორი

დაზოგე.ჯი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 1h ago apply by Aug 02, 2026

Job description

სწრაფად მზარდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Dazoge.ge აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. თუ ხარ ენერგიული, გიყვარს კომუნიკაცია და ორიენტირებული ხარ მაღალ შემოსავალზე, ეს ვაკანსია შენთვისაა! ამ სეზონზე ჩვენი მთავარი მიმართულებაა საცურაო აუზები და აქსესუარები — პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნა პიკზეა! შენი მთავარი მოვალეობები: ** სწრაფი რეაგირება: Facebook, Instagram და WhatsApp მესიჯებზე მომენტალური (≤ 2 წუთი) პასუხის გაცემა; ** კონსულტაცია და გაყიდვა: მომხმარებლის საჭიროებების გარკვევა და პროდუქციის შეთავაზება; ** პაკეტური გაყიდვები: კლიენტისთვის 3 ტიპის შეთავაზების წარდგენა; ** Follow-up: პოტენციურ კლიენტებთან განმეორებითი კომუნიკაცია გაყიდვის დასასრულებლად; ** შეკვეთების მართვა: გაფორმებული შეკვეთების სისტემაში ასახვა და კონტროლი. რას ველოდებით შენგან: ** სისწრაფე: ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და პასუხის გაცემის უნარი; ** კომუნიკაცია: გამართული მეტყველება და წერის კულტურა; ** გამოცდილება: სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი და ადგილი: სამუშაო მიმდინარეობს ცვლებში: ** I ცვლა: 10:00 - 19:00 ** II ცვლა: 17:00 - 00:00 ** მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი ყოველ გაყიდვაზე; ** დამატებითი მოტივაცია: სპეციალური ბონუსები პაკეტურ (Standard/Big) გაყიდვებზე; ** ზრდის შესაძლებლობა: მეგობრული გუნდი და განვითარების რეალური შანსი დინამიკურ გარემოში. როგორ დაგვიკავშირდეთ: თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე CV შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ-ფოსტის საგნის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ონლაინ გაყიდვების ოპერატორი". შერჩევის ეტაპები: 1. CV-ების გადარჩევა; 2. გასაუბრება; 3. პრაქტიკული ტესტი (გაყიდვის სიმულაცია).