TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპერაციების მენეჯერი

ოპერაციების მენეჯერი

უჯ ლუბრიკანტს ქუთაისი ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 11, 2026

Job description

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის (ბექ-ოფისი / გაყიდვების მხარდაჭერა) პოზიციაზე. კომპანიის აღწერა: UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს. ფუნქცია-მოვალეობები გაყიდვების პროცესების ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მომხმარებლების შეკვეთების მიღება, დამუშავება, შესრულების კოორდინაცია და მიწოდების პროცესის კონტროლი. კომერციული და სატრანსპორტო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ინვოისები, სპეციფიკაციები, შეფუთვის ფურცელი, ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტები და სხვა) მომზადება და ადმინისტრირება. მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, ლოგისტიკურ კომპანიებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა. ადგილობრივი და საერთაშორისო მიწოდების პროცესების მონიტორინგი, ვადების კონტროლი და მომხმარებლების დროული ინფორმირება. გაყიდვების, წარმოების, მარაგების, საწყობისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებს შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ERP/CRM სისტემებში მონაცემების მართვა, ანგარიშებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. გაყიდვებისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა, დოკუმენტბრუნვის მართვა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამუშაო გამოცდილება ექსპორტის გაყიდვების ან საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით საერთაშორისო ვაჭრობისა და ექსპორტის დოკუმენტაციის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად) მოლაპარაკებების წარმოების უნარი შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელ-ფოსტა) ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ენების ცოდნა ქართული – აუცილებელია ინგლისური – აუცილებელია რუსული – ჩაითვლება უპირატესობად დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი (Full time) სამუშაო გრაფიკი / ფორმატი სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი) სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 ანაზღაურება კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით (გამჭვირვალე ბონუს სისტემა) ბენეფიტები სამედიცინო დაზღვევა ბონუსების სისტემა პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით შენიშვნა წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51