ოპერაციული მენეჯერი
Job description
Ensana აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში. კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში. ვაკანსიის დასახელება: ოპერაციული მენეჯერი კომპანია: Ensana Health Spa Hotels ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** მართავს და კოორდინაციას უწევს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერაციებს. ** ზედამხედველობს ოპერაციული დეპარტამენტების მუშაობას (Front Office, Housekeeping, Food & Beverage, SPA, Security, Maintenance და სხვა, საჭიროების მიხედვით). ** უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკის, SOP-ების და ბრენდის სტანდარტების შესრულებას. ** აკონტროლებს სტუმრების მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს მაღალი დონის სტუმარ-მასპინძლობას. ** დროულად განიხილავს და ეფექტურად აგვარებს სტუმრების საჩივრებსა და პრობლემებს. ** თანამშრომლობს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით. ** მონაწილეობს თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესში. ** აკონტროლებს სამუშაო გრაფიკების, პერსონალის რესურსებისა და შრომის ეფექტურ გამოყენებას. ** მონაწილეობს წლიური ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულების კონტროლში. ** აკონტროლებს საოპერაციო ხარჯებს და მუშაობს მათი ოპტიმიზაციის მიმართულებით. ** ამზადებს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ოპერაციულ ანგარიშებს. ** უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და სანიტარული ნორმების დაცვას. ** თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან კომპანიის საერთო მიზნების მისაღწევად. ** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს გენერალური მენეჯერის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში. პასუხისმგებლობები: ** სასტუმროს ოპერაციების უწყვეტი და ეფექტური მართვა. ** სტუმრების კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა. ** ოპერაციული KPI-ების შესრულება. ** ბრენდის სტანდარტებისა და კომპანიის პოლიტიკის დაცვა. ** თანამშრომლების ეფექტური მართვა, მოტივაცია და განვითარება. ** რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ხარჯების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის ან შესაბამის სფეროში. ** მინიმუმ 3-5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება, სასურველია სასტუმროს ოპერაციების მართვის მიმართულებით. ** სასტუმროს მართვის სისტემების (PMS) ცოდნა. ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად). ** საერთაშორისო ბრენდში მუშაობის გამოცდილება აუცილებელი უნარები: ** ლიდერული და მენეჯერული უნარები; ** ძლიერი ორგანიზაციული და დაგეგმვის უნარი; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. კომპანიის ბენეფიტი: ** ტრანსპორტირება ** დაზღვევა ** უფასო კვება ** ინდივიდუალურ საცხოვრებელში განთავსება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ: ოპერაციული მენეჯერი.