TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფის მენეჯერი

ოფის მენეჯერი

IARE – Leather & Suede Care House თბილისი ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 12, 2026

Job description

IARE – Leather & Suede Care House აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. IARE არის კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ტყავისა და ზამშის ფეხსაცმლის, ჩანთების, ქურთუკებისა და სხვა აქსესუარების პროფესიონალურ მოვლაში, წმენდაში, შეღებვასა და რესტავრაციაში. ძირითადი მოვალეობები მომხმარებლების დახვედრა და კონსულტაცია; შეკვეთების მიღება, რეგისტრაცია და კონტროლი; სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი; მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შეკვეთების გაცემის პროცესის ორგანიზება; ოფისში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების მართვა. მოთხოვნები გამართული კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; Microsoft Office-ის (Word, Excel) საბაზისო ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას (განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით). სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 11:00-19:00 ანაზღაურება : 800 ლარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.