ოფის-მენეჯერი
Job description
კომპანია „ მოგო “, აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. „მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. Eleving ჯგუფი ამ ეტაპზე წარმატებით ასაქმებს 3600 - ზე მეტ თანამშრომელს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/ ძირითადი მოვალეობები: კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის ჩაბარება და ადრესატისთვის გადაცემა; კომპანიის გასული წერილების მომზადება და შესაბამის ადრესატთან გაგზავნის უზრუნველყოფა; შემოსული ჩაბარების შეტყობინებების აღრიცხვა/გატარება დაარქივება, ადრესატისთვის მიწოდება; საფოსტო გზავნილების კომპანიასთან ურთიერთობა; კომპანიის სათაო ოფისისა და მისი ფილიალების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, საჭირო საგნების შეძენა/მიწოდების უზრუნველყოფა; ფინანსური სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და მიწოდება კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ბილეთების/მგზავრობის/სასტუმროს დაჯავშნის საკითხების მოგვარება; სხვა პოზიციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტიც; სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დამატებითი მოთხოვნები: კომუნიკაბელურობა; გამართული წერის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ოპერატიულობა. ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი; პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე : [email protected]