TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის ადმინისტრატორი, კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

ოფისის ადმინისტრატორი, კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

e-space Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

" ი-სპეისი | E-Space " აცხადებს ვაკანსიას: ოფისის ადმინისტრატორი და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი კომპანიის შესახებ შპს "ი-სპეისი" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა. დამატებითი ინფორმაცია: https://e-space.ge/ ვეძებთ პასუხისმგებელ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის გამართულ მუშაობას და კლიენტების მაღალი დონის მომსახურებას. ძირითადი პირობები: ** განაცხადის ვადა: 30 ივლისი — 30 აგვისტო, 2026 ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00-18:00, კვირაში 5 დღე (შ-კ დასვენება) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. #16 ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ** ანაზღაურება: 1200 ₾ (Net) . ფუნქცია-მოვალეობები: ** ი-სპეის-ის სატელეფონო ხაზებზე შემომავალი ზარების მიღება, მომხმარებელთა პირველადი კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება. ** კომპანიის საჯარო ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი და ადმინისტრირება, შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და გადამისამართება. ** ოფისში მოსული კლიენტების მიღება, მათი საჭიროებების გარკვევა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება. ** ვიზიტორთა აღრიცხვის წარმოება — ვიზიტის დრო, მიზანი და სხვა საჭირო ინფორმაცია. ** სათათბირო ოთახების განრიგის მართვა. ** საოფისე საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და შევსების ინიციირება. ** გასაგზავნი შეკვეთების აღრიცხვა და მიწოდების ლოგისტიკური კოორდინაცია კურიერებთან. ** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ლოგისტიკური მხარდაჭერა. ** ყოველთვიური ოპერაციული ანგარიშის მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება — მომხმარებელთა მხარდაჭერის ან ადმინისტრაციული სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია. კომპეტენცია და უნარები ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე ** MS Office (Word, Excel) — კარგი დონე ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა — სასურველია ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა ** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV): [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.