ოფისის მენეჯერი
Job description
" გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია " აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი). სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ (დისტანციური მუშაობა არ განიხილება) ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე : Giorgi Zarnadze Law Firm . TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება. ** გასული და შემოსული წერილების კონტროლი ** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა - დახვედრა (მძღოლის/კურიერის კოორდინაცია), სასტუმროს დაჯავშნა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.) ** შეხვედრების დაგეგმვა და მართვა; ** დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება; ** კორპორაციული ფოსტის მართვა (თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად, ფოსტის გამოძახება და ამანათის გადაცემა, შესრულების კონტროლი); ** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება; ** გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია) ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა) ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) ** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას.