TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

otium-development Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია "ოტიუმი " აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება; ** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა; ** ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ** ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში; ** ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება; ** ელ. ფოსტის მონიტორინგი; ** კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; ** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა; ** შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე; ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** მოტივირებული; ** კომუნიკაბელური; ** პასუხისმგებლობიანი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. იოსებიძის #73 ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო საათები: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.