TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

კრიალა Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია შპს " კრიალა " აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით); ** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** MS Office-ის (Excel, Word, Outlook) კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია. ** შემოსული და გასული კორესპონდენციის, სატელეფონო ზარების, დოკუმენტბრუნვისა და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია და მართვა. ** შეხვედრების, ვიზიტებისა და კალენდრის ორგანიზება. ** ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი, აღნიშნულთან დაკავშირებული ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა. ** შესაბამის პასუხისმგებელ პირთან მჭიდრო კოორდინაციაში მაკულატურის მოძიების/შესყიდვის ორგანიზება და კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება. ** დირექტორისა და ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციული მხარდაჭერა. ** დირექტორისგან მიღებული დავალებებისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინიცირებული საკითხების შესრულების მონიტორინგი (Follow-up), შესრულების სტატუსის კონტროლი და პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია. ** სოციალური მედიის მართვა; ** სტუმრების მიღება და ოფისის წარმომადგენლობითი გარემოს უზრუნველყოფა. ** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა და სისწრაფე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** აქტიური, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ ** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე - 1200 ლარი , გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი (ხელზე ასაღები) ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი (ულიმიტო) შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] . Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!