TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

adss-print Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

კომპანია " ეიდიესეს პრინტი " (ADSS PRINT) 2008 წლიდან ქმნის ფართოფორმატიანი ბეჭდვის, მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და გარე რეკლამის წარმოების ახალ სტანდარტს. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი და ოპერატიულობაა, იმიჯს კი ჩვენი დამკვეთები ქმნიან — ქვეყნის უმსხვილესი საბანკო სექტორი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები (ყოველწლიურად 700-მდე ერთგული სუბიექტი). "ADSS PRINT"-ის მთავარი ძალა განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი კადრებისგან შემდგარი გუნდია. კომპანიის პრიორიტეტს თანამედროვე ტექნიკური რესურსი და მანქანა-დანადგარების ფართო სპექტრი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია პარტნიორებთან ერთად სტაბილური განვითარება და ერთობლივი წარმატება. კომპანია "ADSS PRINT" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ არა მხოლოდ ადმინისტრაციული გამოცდილების მიღება, არამედ სარეკლამო სფეროს საფუძვლიანად შესწავლა, ყოველდღიურად ჩაერთოთ სარეკლამო და საოპერაციო პროცესებში და პრაქტიკულად გაეცნოთ ინდუსტრიის სპეციფიკას — ეს ვაკანსია თქვენთვისაა! სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #20 (ბაგების ტერიტორია); ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის გახსნა/დახურვის უზრუნველყოფა და სამუშაო სივრცეში საერთო წესრიგზე ზრუნვა; ** თანამშრომელთა მოსვლისა და წასვლის აღრიცხვის კონტროლი (დასწრების ჟურნალზე ხელმოწერის მონიტორინგი); ** კომპანიის სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება; ** შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის დეპარტამენტებში გადამისამართება; ** საკანცელარიო ნივთების შეკვეთა, მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება; ** კურიერების/ტაქსების გამოძახება და კოორდინაცია კლიენტებთან პროდუქციის გაგზავნისა და სხვა საოფისე საჭიროებების მიზნით; ** საწყობიდან/ოფისიდან პროდუქციის გაცემა აუცილებლობისას/გადაუდებელ შემთხვევებში, შესაბამისი წესების დაცვით; ** ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი. რას გთავაზობთ: ** FITT Pass; ** მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობას; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** შესაძლებლობას, პრაქტიკულად შეისწავლოთ სარეკლამო ინდუსტრიის სპეციფიკა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოფის-მენეჯერი". კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: https://adssprint.com.ge/#2 კომპანია "ეიდიესეს პრინტი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "ეიდიესეს პრინტში" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ეიდიესეს პრინტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.