TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი

ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი

ეიჯი გრუპ ენერჯი Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

შპს "ეიჯი გრუპ ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი; ** სტუმრების დახვედრა და შეხვედრებისთვის საჭირო ლოგისტიკის უზრუნველყოფა; ** კომპანიის ელ.ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება; ** მიღებული და გაცემული კორესპონდენციის (წერილების) რეგისტრაცია და კონტროლი; ** საბუთების/დოკუმენტაციის დაარქივება და სისტემატიზაცია (ფიზიკური და ელექტრონული ფორმატით); ** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან საბუთების მოძიება/გადაცემასთან დაკავშირებით; ** დირექტორის მიერ მიცემული სხვა საოფისე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით; ** MS Office-ის (Word, Excel, Outlook) კარგად ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება); ** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დამატებით პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** კომუნიკაბელურობა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** კეთილსინდისიერება; ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი / ადმინისტრაციული ასისტენტი".