ოფისის მენეჯერი
Job description
კომპანია " ბანა " აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგების და კლინიკების ყველა საჭიროება. თუ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გსურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ხელფასი: 1700-დან 2000 ლარამდე ზრდის პერსპექტივით ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება, ორგანიზება და დილივერისთვის გადაცემა; ** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების მომზადება; ** რეპორტების მომზადება და მონაცემების ანალიზი; ** დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივირება; ** შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის დროული და ზუსტი ასახვა; ** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად. ** დებიტორული დავალიანების კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** რეპორტინგის მომზადების გამოცდილება; ** საოფისე დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური ენის ცოდნა პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერი".