TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

მოგო Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

კომპანია " მოგო " აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. "მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. Eleving ჯგუფი ამ ეტაპზე წარმატებით ასაქმებს 3600-ზე მეტ თანამშრომელს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი https://www.mogo.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის ჩაბარება და ადრესატისთვის გადაცემა; ** კომპანიის გასული წერილების მომზადება და შესაბამის ადრესატთან გაგზავნის უზრუნველყოფა; ** შემოსული ჩაბარების შეტყობინებების აღრიცხვა/გატარება, დაარქივება, ადრესატისთვის მიწოდება; ** საფოსტო გზავნილების კომპანიასთან ურთიერთობა; ** კომპანიის სათაო ოფისისა და მისი ფილიალების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, საჭირო საგნების შეძენა/მიწოდების უზრუნველყოფა; ** ფინანსური სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და მიწოდება; ** კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ბილეთების/მგზავრობის/სასტუმროს დაჯავშნის საკითხების მოგვარება; ** სხვა პოზიციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტიც; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. დამატებითი მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა; ** გამართული წერის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ოპერატიულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი; ** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; ** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ა.წ. 10 აგვისტომდე მითითებულ მეილზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!