TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის თანამშრომელი

ოფისის თანამშრომელი

CSgroup Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია "CSgroup" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე. ვეძებთ ორგანიზებულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გუნდის ახალგაზრდა წევრს. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული და გასული კორესპონდენციის (ელ-ფოსტა, წერილები) მართვა. ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება. ** ოფისის სტუმრების მიღება და მასპინძლობა. ** საოფისე საქმის წარმოება. ** საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი. ** შეხვედრებისა და კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობა. ** პირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) კარგ დონეზე ცოდნა. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება). ** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე). ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** გუნდური მუშაობის უნარი. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00. ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო. ** ანაზღაურება: 800-1200ლ ხელზე. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "ოფისის თანამშრომელი".