Optical Network Technician
Job description
"GE NET" ("ჯინეტი") აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის ტექნიკოსის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული სამუშაოს აღწერილობა: ** მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი; ** ახალი აბონენტების ჩართვა; ** დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა; ** ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში; ** ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; ** მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა): თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით); ** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე); ** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი; ** საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია; ბონუს სისტემა: ** მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა - 0.10 ლარი მეტრზე; ** ფიზიკური პირის ინსტალაცია - 5 ლარი; ** იურიდიული პირის ინსტალაცია - 10 ლარი; ** ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად. მნიშვნელოვანი პირობა: ** ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ; ** არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე. დამატებითი ინფორმაცია: ** კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას; ** ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს. ** ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის. გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი.