TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემდუღებელი

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემდუღებელი

პისი მაქსი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

შპს " პისი მაქსი " საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის მფლობელი კომპანია. შპს "პისი მაქსი" მომსახურებას უწევს საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის როგორც წამყვან, ასევე საშუალო და მცირე კომპანიებს. უზრუნველყოფს მათ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე (მიწისქვეშა და საჰაერო) დაშვებასა და ამ ქსელის ტექნიკურ მომსახურებას. შპს "პისი მაქსი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემდუღებლის (Splicer) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (მივლინებები საქართველოს რეგიონებში); სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. სამუშაოს აღწერა: ** ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის შედუღება; ** ქუროების შედუღება საკომუნიკაციო ჭებში; ** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მონტაჟისა და ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობა; ** ქსელის ტექნიკურ მომსახურებასა და დაზიანებების აღდგენაში მონაწილეობა; ** სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით; ** სამუშაო ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა; ** ამწე კალათით სიმაღლეზე მუშაობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება; ** აღნიშნულ/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა პრიორიტეტად; ** მზადყოფნა პრაქტიკული სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის; უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი; ** სტრესული სიტუაციების მართვის და ორგანიზებულობის უნარი; კომპანია გთავაზობთ: ** საწყისი ანაზღაურება - 1200-დან 1500 ლარამდე (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ყოველთვიური სატელეფონო ლიმიტი; ** პროფესიული განვითარების პერსპექტივა; კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გამოსაცდელი ვადა - 6 თვემდე, ანაზღაურებით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 20 აგვისტომდე .