ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების მენეჯერი
Job description
ფარმაცევტული კომპანია " ზანდრა ლაიფ საიენსის " უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დისტანციური. ანაზღაურება: შეთანხმებით. ძირითადი მოვალეობები: ** ფარმაცევტული პროდუქტების პირველადი რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და ცვლილებების პროცესის მართვა; ** სარეგისტრაციო დოსიეების მომზადება, გადამოწმება და წარდგენა საქართველოს მარეგულირებელ ორგანოებში; ** მარეგულირებელ ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის დროული მიწოდება; ** უცხოელ მწარმოებლებთან/პარტნიორებთან კომუნიკაცია რეგისტრაციის საკითხებზე; ** სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და ვადების კონტროლი; ** მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი; ** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფარმაციის, მედიცინის, ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; ** ფარმაცევტულ კომპანიაში რეგისტრაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** საქართველოს ფარმაცევტული რეგულაციების ცოდნა; ** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (წერითი და ზეპირი); ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ფლობა; ** დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]