პედაგოგი - სხვადასხვა
Job description
გახდი "აიმც" -ის გუნდის წევრი და შექმენი მომავალი აბიტურიენტებთან ერთად! აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი "აიმც" გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას ეროვნული გამოცდების საგნების პედაგოგის/რეპეტიტორის პოზიციაზე! "აიმცი" არის ადგილი, სადაც სწავლა სიამოვნებაა, ხოლო შედეგი - ჩვენი საერთო სიამაყე. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი სასწავლო ცენტრის მთავარი ღირებულება მოტივირებული, ენერგიული და თავისი საქმის პროფესიონალი პედაგოგია. თუ გიყვარს შენი საგანი, გსურს ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევაში დაეხმარო და ეძებ მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, ველით შენს CV-ს! ვაკანტური მიმართულებები: ** ქართული ენა და ლიტერატურა ** ინგლისური ენა ** მათემატიკა ** ისტორია ** ბიოლოგია ** ქიმია ძირითადი მოვალეობები: ** მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომზადება ეროვნული გამოცდების ფორმატისა და პროგრამის შესაბამისად; ** ინტერაქციული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა; ** მოსწავლეთა პროგრესის პერიოდული შეფასება, მონიტორინგი და უკუკავშირი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება და საგამოცდო პროგრამის საფუძვლიანი ცოდნა; ** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. რას გთავაზობთ: ** თბილ, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მოქნილ სასწავლო გრაფიკს; ** ანაზღაურება: 1, 5საათიანი გაკვეთილში 30 ლარი (დარიცხული). განაცხადის შეტანის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ: "პედაგოგის ვაკანსია - (თქვენი საგანი)" ტელეფონი: 595725000 ვებგვერდი: center.ge